საწრეო მუშაობა

 

საწრეო მუშაობა მათემატიკაში

 

 

სასკოლო მათემატიკის განათლების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საწრეო მუშაობას. მათემატიკის წრის მთავარი დანიშნულებაა ნიჭიერ მოსწავლეთა გამოვლენა, მათი ცოდნის გაღრმავება და კვლევითი მუშაობის განვითარება.

წრის მუშაობის მთავარი მიზნებია:

 

ü  მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწრისა და მეცნიერების უნივერსალური ენის გაცნობიერება;

ü  ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება;

ü  გამოჩენილი  ქართველი  მათემატიკოსების   ბიოგრაფიული  მონაცემების  და   მათემატიკის  განვითარებაში მათი    ღვაწლის  შესახებ ცნობიერების ამაღლება;

ü  მათემატიკური და  ლოგიკური აზროვნების განვითარება;

ü  მათემატიკური წიგნიერების განვითარება.

წრის მუშაობა ხელს შეუწყობს  ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებას: კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა-დასაბუთება, პრობლემის გადაჭრა, ისტ-ის გამოყენება.

წრის მუშაობა ჩატარდება კვირაში ერთხელ.

 

 

მათემატიკის წრის სამუშაო გეგმა


N

თემა

აქტივობის აღწერა

შედეგი

 თარიღი 

1.

საორგანიზაციო საკითხები

მასწავლებელი კითხვარისა და დიაგნოსტიკური წერის შედეგების მიხედვით შეარჩევს წრის წევრებს და მოხდება საინფორმაციო შეხვედრა

წრის წევრები ინფორმირებულები არიან წრის მუშაობის მიზნისა და ამოცანების შესახებ

ოქტომბერი

2.

სახალისო ამოცანების ამოხსნა

მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი შეთავაზებს მოსწავლეებს სახალისო ამოცანებს და შეამოწმებს მათი ლოგიკური აზროვნებისა და სხარტი აზროვნების უნარებს

მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ელოდებიან შემდეგ შეხვედრას

ნოემბერი

3.

საწინააღმდეგოს დაშვებისა და გამორიცხვის მეთოდების განხილვა (დირიხლეს პრინციპი)

მასწავლებელი გააცნობს წრის წევრებს მნიშვნელოვან მათემატიკურ მეთოდს-დირიხლეს პრინციპი და შეთავაზებს ამოცანების ამოხსნას ამ მეთოდის გამოყენებით

მოსწავლეებმა იციან დირიხლეს პრინციპის არსი და ხსნიან ამოცანებს ამ მეთოდის გამოყენებით

ნოემბერი

4.

ამოცანების წარმოდგენა და ამოხსნა ციფრული მათემატიკური  პროგრამების გამოყენებით

მასწავლებელი მეცადინეობების მონიტორინგის შედეგების მიხედვით შეთავაზებს მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნას ,,Geogebra”  და ,,Drsmos”  პროგრამების გამოყენებით

მოსწავლეებმა იციან ,,Geogebra” და ,,Desmos”-ის გამოყენება

დეკემბერი

5.

ნიკო მუსხელიშვილი

მასწავლებელი გააცნობს წრის წევრებს ქართველი მათემატიკოსის, ნიკო მუსხელიშვილის ბიოგრაფიასა და დამსახურებას მათემატიკის განვითარებაში

მოსწავლეები იცნობენ ქართველ მათემატიკოსს,  ნ. მუსხელიშვილს და უჩნდებათ სურვილი მეტი გაიგონ ქართველი მათემატიკოსების შესახებ

თებერვალი

2023

6.

პრეზენტაცია ქართველ მათემატიკოსებზე

მოსწავლეები გააკეთებენ სხვადასხვა ციფრულ პროგრამებში გაკეთებულ პრეზენტაციებს გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსების შესახებ

მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ქართველი მათემატიკოსების შესახებ

თებერვალი

7.

სტუმრად უნივერსიტეტში

პროექტის ,,მათემატიკა საჭირო და საინტერესო ჩვენს ცხოვრებაში“ ფარგლებში წრის წევრები სხვა კადეტებთან ერთად ეწვევიან ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტს, სადაც პროფესორები გააცნობენ მათ იტალიელი და ამერიკელი მათემატიკოსების  ,,პოპულაციების  მათემატიკურ მეთოდს“, როგორც   მათემატიკის პრაქტიკული გამოყენების დასაბუთებას

მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის სპეციფიკას, პროგრამებს. გაეცნენ უცხოელი მათემატიკოსების ეკონომიკასა და ბიოლოგიაში გამოყენებულ მათემატიკურ მოდელებს

მარტი

8.

 საინტერესო ამოცანების განხილვა

მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად განიხილავენ საინტერესო და პრობლემურ ამოცანებს

მოსწავლეებმა ერთად ამოხსნეს მათთვის საინტერესო ამოცანები და გაიღრმავეს ცოდნა

მარტი

9.

საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნა

მასწავლებელი შეთავაზებს მოსწავლეებს წინა წლებში სასწავლო ოლიმპიადაზე წარმოდგენილ ამოცანებს ამოსახსნელად

მოსწავლეები გაეცნენ საოლიმპიადო ამოცანების სტრუქტურას და ამოხსნის მეთოდებს

აპრილი მაისი

10.

პოსტ ტესტის ჩატარება

მასწავლებელი შეთავაზებს წრის წევრებს პოსტ ტესტს მიღწეული შედეგების შესახებ

მოსწავლეებმა დაინახეს მათი პროგრესი და ხარვეზები

მაისი

11.

წრის მუშაობის პრეზენტაცია

მოხდება წრის მუშაობის შეჯამება დისკუსიის ფარგლებში პრეზენტაციის გამოყენებით

მოსწავლეებმა შეაფასეს წრის მუშაობა

მაისი

Комментариев нет:

Отправить комментарий