მასწავლებლის ეთიკის კოდექსი

თავი 1. ზოგადი დებულებები 

მუხლი 1. ცნება და მიზანი
 1. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში “ეთიკის კოდექსი”) ადგენს       ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს,   რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და   რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეებისმშობლებისმასწავლებლებისა და     სკოლაში   დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
 2ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის     ერთიანი   წესების დამკვიდრება.
3. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.
მუხლი 2. რეგულირების სფერო
 ეთიკის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქე და  მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებსა და მაძიებლებზერომლებიც ეწევიან  პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

თავი 2. ეთიკის კოდექსის სტრუქტურა
მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა
1. მასწავლებელიპროფესიული ვალდებულების შესრულებისასდამოუკიდებელი,   კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს    საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.
3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული    ღირებულებების ჩამოყალიბებას.
4. მასწავლებელითავისი პროფესიული საქმიანობისასსამართლიანობის,   ურთიერთპატივისცემისადამიანის უფლებათა დაცვისჯანსაღი ცხოვრების წესისა             და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთანმშობლებთანმასწავლებლებსა და სკოლაში   დასაქმებულ სხვა პირებთანდაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას,   საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მასწავლებელითავისი საქმიანობისასყოველთვის პუნქტუალურია და აცვია    მოწესრიგებულად.
7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისადგამართული და   მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.
8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ     დროსეროვნული სასწავლოგეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და   ამოცანების მისაღწევად.
9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს   სკოლის   რესურსებს.
10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი   მიზნებისათვის.
11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა
 1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში   წარმოქმნილი სირთულეებისგადასალახად დამოსწავლის სურვილის შემთხვევაში,   ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.
2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ   ახდენს  მასზე ემოციურ(ფსიქოლოგიურზეწოლას.
3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო   მომსახურებასგარდაკანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებშიისმენს მოსწავლეთა   აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
5. მასწავლებელისასწავლო პროცესის განმავლობაშიზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის,  პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.
6.მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების   წესისათვის აუცილებელიღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
7. მასწავლებელიმოსწავლეებთან ურთიერთობის დროსიცავს მორალურ და ზნეობრივ   ნორმებს.
8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებსუქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა   და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.
9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების   მასწავლებლებისარომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობასდა   პოლიტიკურ პროპაგანდას.
10. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან   პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.
11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართგანურჩევლად   სქესისრასისენის,რელიგიისეროვნული ან სოციალური წარმოშობისქონებრივი   მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავსრომყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი   განათლებამათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული   შესაძლებლობის მიუხედავად.

მუხლი 5. მშობლებთან ურთიერთობა
 1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთანსაჭიროების შემთხვევაში,   აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.
2. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან   ურთიერთობისას.
3. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს   მშობლებს სასწავლო გეგმისადა მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.
4. მასწავლებელიმოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისადმშობელს დროულად და   ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.
5. მასწავლებელსთუ ის კლასის დამრიგებელიააქვს ყველა მშობლის საკონტაქტო   ინფორმაციარათა,საჭიროების შემთხვევაშიდროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
6. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ        და  ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ    წარმოებაში.
7. მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებასთუ მოსწავლე   არ გამოცხადდა სკოლაშიან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება   დაემუქრა.

მუხლი 6. სკოლის დირექციასთანმასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა
 1.მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციასმასწავლებლებსა   და  სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებსმიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა     თუ  პიროვნული თავისებურებებისა.
2. მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და   თანამშრომლობს მათთან.
3. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ   მიწოდებულ ინფორმაციას.
4. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს   სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

თავი 3. ეთიკის კოდექსის დარღვევა
  მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
 მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს   პასუხისმგებლობას  საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული    შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

Комментариев нет:

Отправить комментарий