კადეტთა სამხედრო ლიცეუმი


  სსიპ გენერალ  გიორგი  კვინიტაძის  სახელობის  კადეტთა სამხედრო  ლიცეუმი

მისამართი:   ქ. ქუთაისი,  ავტომშენებლის N51     
ვებ-გვერდი:  https://cadet.mod.gov.ge/                                 

      სსიპ  კადეტთა  სამხედრო  ლიცეუმი  დაარსდა  ქ. ქუთაისში  2010  წლის  2  აგვისტოს  საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  ბრძანებით.
      2014  წლის  15  სექტემბერს საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  ბრძანებით კადეტთა  სამხედრო  ლიცეუმს  მიენიჭა  გენერალ  გიორგი  კვინიტაძის  სახელი  და  15  სექტემბერი დაწესდა  ლიცეუმის  დღედ.
      სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო  ლიცეუმი ერთადერთი ავტორიზებული სამხედრო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელია საქართველოში. იგი პანსიონური ტიპისაა და კადეტები  უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი  პირობებით, კვებით, სამედიცინო  მომსახურებითა  და  სასწავლო  ნივთებით. ლიცეუმში  სწავლება  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროს  ეროვნული სასწავლო  გეგმისა  და  დამატებითი  სამხედრო  პროგრამის  მიხედვით  მიმდინარეობს. ლიცეუმს  აქვს  კეთილმოწყობილი  სპორტული დარბაზი, ფეხბურთისა  და  ფრენბურთის  ღია  მოედანი, ბიბლიოთეკა, ლაზარეთი, სიმულაციური  ცენტრი.
        კადეტთა სამხედრო   ლიცეუმის  მისიაა  კადეტთა  ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური    და ზნეობრივი   აღზრდა, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ადაპტირება, სამხედრო   და სამოქალაქო ასპარეზზე სამშობლოს სამსახურისთვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნა.
          ლიცეუმში მიიღება ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეები როგორც  ვაჟები, ასევე გოგონები.









Комментариев нет:

Отправить комментарий