სასწავლო ჯგუფის დამრიგებელი

 ლიცეუმის შინაგანაწესის თანახმად:

მასწავლებელი (სასწავლო ჯგუფის დამრიგებელი). 

 დამრიგებელი ვალდებულია:

  •  საგნის მასწავლებლისაგან სისტემატურად მიიღოს ინფორმაცია მისი სადამრიგებლო ჯგუფის კადეტების აკადემიური მოსწრებისა და ქცევის შესახებ; 
  • გააცნოს კადეტებს ლიცეუმის დღის განრიგი, შინაგანაწესი, შეფასების სტანდარტები, კადეტთა ქცევის კოდექსი და აკონტროლოს მათი შესრულება;  
  • სემესტრის შუალედში მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია კადეტის არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების შესახებ; 
  • ყოველი სემესტრის ბოლოს ანგარიში წარუდგინოს ლიცეუმის დირექტორსა და პედაგოგიურ საბჭოს;  
  • ლიცეუმის დირექციას შეუთანხმოს არდადეგების პერიოდში მისი ორგანიზებით კადეტის ნებისმიერი სახის ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.  
                                                                                                                  დამრიგებელი უზრუნველყოფს
  • სასწავლო თვის ბოლოს მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლებისათვის) კადეტის აკადემიური მოსწრების გაცნობას;  
  • თავისი სადამრიგებლო ჯგუფის კადეტის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, კადეტის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის კადეტის მიმღები სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მიწოდებას;   
  • ამ შინაგანაწესითა და ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას; 
  • საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-შენახვას;   
  • სადამრიგებლო პროგრამის შესრულებას სასწავლო კურსის ოფიცერთან ერთად; 
  • კადეტებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების მისწრაფების გაღვივებას. 

   დამრიგებელი ვარ 2016 წლიდან. ჩემი ურთიერთობა სადამრიგებლო ჯგუფთან აგებულია ორმხრივი თანამშრომლობის, ნდობისა და პატივისცემის პრინციპებზე. ვცდილობ შევუქმნა პირობები მათი ნიჭისა და  შესაძლებლობების გამოვლენისთვის და ვიმუშაოთ ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება, რაშიც, ლიცეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩემთან ერთად ჩართულია ლიცეუმის თითოეული სტრუქტურა. კადეტების სრულფასოვნად აღზრდისთვის, მათი ფიზიკური, კოგნიტური და ემოციურ-სოციალური განვითარებისთვის ვგეგმავ და ვახორციელებ სხვადასხვა აქტივობებს (პროექტი, გასვლითი გაკვეთილი, ინტეგრირებული გაკვეთილი, სადამრიგებლო საათი, ექსკურსია და სხვ.). კადეტები ხალისით მონაწილეობენ შიდასალიცეუმო ღონისძიებებშიც. 
  ინტეგრირებულ გასვლით გაკვეთილზე ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში კადეტები გაეცნენ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დამსახურებასა და ღვაწლს ქართველი ერის წინაშე; მის შვილს, გიორგი ნიკოლაძეს, მათემატიკოსს (მეტალურგი, სპორტსმენი), რომელმაც ,,ანალიზურ გეომეტრიასა" და ,,დიფერენციალურ გეომეტრიაში" შექმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები.


 კადეტებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით განვახორციელე სადამრიგებლო პროექტი: ,,სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!". პროექტის ფარგლებში მოვინახულეთ საქართველოს საზღვრები თურქეთთან,  აზერბაიჯანთან და დროებითი საზღვარი აფხაზეთთან. პროექტი დასრულდა ლიცეუმის კლუბში შემეცნებით-შემოქმედებითი ღონისძიებით. კადეტებმა შექმნეს პროექტის კლიპი.

  
   ლიცეუმში სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ პროექტს: ,,შეიცან, სამშობლო შენი". 
    




Комментариев нет:

Отправить комментарий